ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

TV პირველთან საუბარში ნესტან ლონდარიძემ თქვა, რომ შოთაძე მათ გამოძიების ფარგლებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაპირდა.

“მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ხედვა და მოლოდინი წარმომედგინა მისთვის. მთავარი მესიჯი, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ გენერალური პროკურორი მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები” – აღნიშნა ლონარიძემ.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ გენერალურ პროკურორთან შეხვედრა 4 ივნისს მოითხოვა. დაზარალებულის ოჯახის მოთხოვნაა, სამოხელეო დანაშაულის კუთხით გააქტიურდეს

 

 

 

“ნიუპოსტი”