ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 9 მილიონს აღემატება.
2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 9 100 090 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.
ექვს თვეში, იანვრიდან ივნისის ბოლომდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 472 216 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 120 402 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 51 271 – ბრაზილიაში და 42 731 – დიდ ბრიტანეთში.
კორონავირუსისგან განიკურნა 4 527 152 ადამიანი.
ამჟამად კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 2 312 302 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 1 106 470 დაინფიცირებული და რუსეთი – 591 465 დაინფიცირებული.
ბოლო დღეებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები ინდოეთში – ქვეყანაში სულ 440 215 შემთხვევა დადასტურდა.
ფოტოზე, ბრაზილია, საფლავები კოვიდინფიცირებულთათვის. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Fernando Bizerra
“ნეტგაზეთი”