დონალდ ტრამპი: ფედერალურ მთავრობას უფლებამოსილებას ვანიჭებ ნებისმიერი პირი დააკავონ, ვინც ძეგლებს ანადგურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ პირების დაკავების განკარგულება გასცა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ძეგლებს ანადგურებენ.

„ფედერალურ მთავრობას უფლებამოსილებას ვანიჭებ ნებისმიერი პირი დააკავონ, ვინც ძეგლებს, ქანდაკებებს ან მსგავსი ტიპის სხვა ფედერალურ ქონებას ანადგურებს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა ისჯებოდეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული განკარგულება დაუყოვნებლივ ამოქმედდება. მან ასევე აღნიშნა, რომ განკარგულების გამოყენება რეტროაქტიულადაც შეიძლება მოხდეს და განკარგულების გამოცემამდე ჩადენილ შემთხვევებზე გავრცელდეს.

„გამონაკლისი არ გაკეთდება!“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე ისტორიული და საზოგადოებრივი მოღვაწეების არა ერთი ძეგლი განადგურდა.

 

“იმედინიუსი”