გუბაზ სანიკიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ეპოქის გმირი…

მიხეილ სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა.

 

„ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული, სხვათა შორის ოპოზიციაშიც. ჩემთვის, მაგალითად, გაუგონარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდესო და გვერდზე ბოკერია უზით. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, არც ბოკერიასთან, ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს, მაგრამ, როდესაც იძახი, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდესო და ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ მის გუნდთან, ეს რანაირი პრიციპულობაა ვერ გავიგე. სააკაშვილი მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის ? მასზე მეტად ვის აქვს უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყო? ის არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, თითქმის სრული შემადგენლობით, სააკაშვილის კომპლექსი აქვთ. ახლოსაც ვერ მიდიან მასთან. ძველები, ახლები, ყოფილები, ჯერჯერობით მომავლები, ასე ჩანს. რატომ არის ამოჩემებული ასე მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

წყარო: “აიპიენი”