იელოუსტონის ამოფრქვევა თუ მოხდება, ის გაანადგურებს შეერთებულ შტატებს. ცნობილი ფიზიკოსი მიჩიო კაკუს თქმით, ამ დროს რისი გაკეთებაც შეუძლია ადამიანს, არის ის, რომ უნდა გაიქცეს.
ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ გვაფრთხილებს, რომ იელოუსტონის ამოფრქვევა გაანადგურებს შეერთებულ შტატებს და შეცვლის პლანეტის სახეს.
იელოუსტონი ბოლოს, დაახლოებით 640 ათასი წლის წინ ამოიფრქვა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამოფრქვევა არ მოხდება. ამასთან, მრავალი ექსპერტი კვლავ შეშფოთებულია ვულკანის პოტენციალის გამო. ის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი ვულკანია, ამიტომ ექსპერტები მას მუდმივად აკვირდებიან.
ამასთან, კაკუმ თქვა, რომ მაშინაც კი, თუ იელოუსტონი გაფრთხილებას მოგვცემს, მაინც ცოტა რამის გაკეთებას თუ მოვასწრებთ. შეერთებული შტატები ათასი კილომეტრობით ვულკანური ფერფლით დაიფარება, ხოლო, პლანეტის კლიმატი შეიცვლება, რადგან ფერფლი ატმოსფეროში გაიფანტება.
”ჩვენ ვსაუბრობთ მიმდებარე ტერიტორიის სწრაფ განადგურებაზე, 100 მილის დაშორებით დაფიქსირდება სრული განადგურება. ვულკანური ნაცარით, ტოქსიკური აირებით, მაგმით დაზიანება 500 მილს მიაღწევს.
ამოფრქვევა გაანადგურებს შეერთებულ შტატებს. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, ან ასი ათასი წლის შემდეგ.
”შავი მაგიაა, ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, როდის ამოიფრქვევა ვულკანი, მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ – ის ერთ დღეს ამოიფრქვევა და ერთადერთი რაც შეგიძლიათ ამ დროს გააკეთოთ -უნდა გაიქცეთ.- ამბობს ფიზიკოსი.
ნასას ერთ-ერთი თანამშრომელი, ინჟინერი ბრაიან უილკოკქსი, თვლის, რომ მან იპოვა უნიკალური გზა ძირითადი ამოფრქვევის შესაჩერებლად. მაგმის ნაპრალებში ცივი წყალის დასხმით, ის იმედოვნებს, რომ თავიდან იქნება აცილებული ძლიერი ამოფრქვევა.
იელოუსტონის მიერ წარმოქმნილი სითბოს დაახლოებით 60-70 პროცენტი ატმოსფეროში გადადის, მაგრამ დანარჩენი შიგნით არის დაგროვილი. თუ საკმარისი დაგროვებდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ამოფრქვევა.
ნასას თანამშრომელი თვლის, რომ იელოუსტონში 10 კილომეტრის გაბურღვის შემდეგ, შესაძლებელია მაღალი წნევით წყლის გადატუმბვა, რაც საშუალებას მისცემს მაგმას, რომ გაცივდეს.
ნასას თანამშრომლის აზრით, ამ წინადადებას დამატებით სარგებელის მოტანაც შეუძლია, წყალის დასხმის შედეგად მაგმადან გამოყოფილი ორთქლის გამოყენება. ის აცხადებს, რომ ნახშირბადისგან თავისუფალი გეოთერმული ელექტროენერგია ბევრად უფრო იაფი იქნება, ვიდრე, ამჟამად არსებული ნებისმიერი ალტერნატიული ენერგია.
”კარგი იქნება, თუ მაგმას გავაგრილებთ, სანამ ეს დიდ ზიანს მოიტანს”. -ამბობს ის, თუმცა, სხვები არც ისე დარწმუნებულები არიან მისტერ უილკოკქსის იდეის მიზანშეწონილობაში.
ავტორი: თამილა გურაშვილი
წყარო: intermedia.ge