სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სრულყოფილად გამოძიებისთვის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა საჭირო.
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი უკვე არაერთხელ იძლევა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის რეკომენდაციას.
“მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე, მისი გარდაცვალება ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც პირი სიცოცხლის მოსპობა უკვავშირდება სახლემწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებას. ეს არ არის სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანი დაიღუპა კონფლიქტისა თუ სხვადასხვა გარემოებების შედეგად, არამედ, პირი პირდაპირ დაიღუპა სახელმწიფოს მხრიდან ლეტალური იარაღის და ძალის გამოყენების შედეგად.
ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ყურადღება მივაქციეთ ეფექტური გამოძიების დაცვის სტანდარტს და მიგვაჩნია, რომ დარჩა კიდევ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სატელეფონო და კომუნიკაციის საშუალებებით ჩანაწერებისა და კომუნიკაციის ასე ვთქვათ ამოღება, ოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს და მათ ხელმძღვანელებს შორის, რაც არ განხორციეელებულადა კიდევ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.
ამაზე ჩვენ მოვთხოვეთ პროკურატურას, რომ განეახლებინა გამოძიება და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების გარეშე სრულყოფილას ვერ ჩავთვლით ამ გამოძიებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ან პროკურატურის, ან პარლამენტის პირობებში შეიქმნას ეს სივრცე და გაგრძელდეს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე“ – ამბობს ლომჯარია.
წყარო: cyc.ge