მინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ემზადება “ლელო”

მე არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ამზადებს “ლელო” კანდიდატებს. თუმცა, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ”- “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ინტერესების თანხვედრის

გამო გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, “ლელოს” ლიდერისთვის უცნობია. თუმცა, ღიად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მათ პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადა.

“ პირადად მე შევხვდი და მოლაპარაკება მქონდა გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს მივიღებთ, ამას აუცილებლად გავასაჯაროებთ. ამ

შემთხვევაში მეორეხარისხოვანია სიის რიგითობაზე საუბარი. მთავარი იმ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც “ლელოს” ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს. ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას დააჩქარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხოლო ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთ გზად მამუკა ხაზარაძე “ლელოს” წარმატების ფორმულას მიიჩნევს.

“ყველა ის გუნდი, რომელიც 29 წლის მანძილზე ნულიდან შევქმენით, დღესაც არსებობს და არცერთი არ დაშლილა. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა. მნიშვნელოვანია შექმნა სისტემა, შემდეგ აღმოფხვრა მისი ნაკლოვანებები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში მოექცევა, ვერ ჩაიდენს მსგავს საქციელს, რასაც ადგილი აქვს და ჰქონია სხვადასხვა მთავრობის დროს,”-განმარტა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა

ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს გაიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს

ყოფილი პრეზიდენტის ხედვა “ქართული ოცნების” მმართველობიდან ჩამოშორებაზე “ლელოს” ხედვას ემთხვევა.

 

 

 

 

 

“ნიუპოსტი”