“მომავალ კვირაში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების რაოდენობა 10 მილიონამდე მიაღწევს” – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვირუსის გავრცელების პირველ თვეში მსოფლიოში 10 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, გასული ერთი თვის განმავლობაში კი თითქმის 4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა” – განაცხადა ღებრეიესუსმა.
მისი თქმით, პანდემიის ამ ტემპმა უნდა გამოაფხიზლოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მთავრობებსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აკისრია, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ შენელდეს ვირუსის გავრცელების ტემპი და რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.
წყარო: ghn.ge