“ოცნებას” რურუას გათავისუფლება სწორედ იმ მიზეზით არ უნდა, რომ მას ქუჩაში, კანონიერი ქურდების შეფერხება შეუძლია – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა ვგვარამიამ გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.
გვარამიას თქმით, “ოცნება” ლავას ოღლის საქართველოში ექსტრადირებას უწყობს ხელს, რათა 2020-ის საპრლამენტო არჩევნები “კანონიერი ქურდების” დახმარებით ჩაატაროს.
“ლავას ოღლის და მისი მიდგომების, მისი ხელის ბიჭი მოჭიდავეების, ე.წ. ქუჩის ბიჭების, ქუჩის მაკონტროლებელი მიქაძეების ვერაზე, ასეთი მსგავსი ტიპების მოთხოვნაა, რომ რურუა არ უნდა იყოს გარეთ. იმიტომ რომ მას შეუძლია შეაფერხოს ასეთი ადამიანების მოქმედება ქუჩაში. ეს არის ზუსტი ინფორმაცია. ახლა იხილება მისი ექსტრადაციის საკითხი და ეს მოხდება. ეს კაცი სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მართავდა გარედან საარჩევნო პროცესებს საქართველოში. ეს კაცი სჭირდებათ იმიტომ, რომ არჩევნები იქნება უმძიმესი. ლავას ოღლი სჭირდებათ ციხეში აქ, საარჩევნო პროცესების სამართავად. ქურდული სამართალი არის სატელეფონო”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“ნიუპოსტი”