პრემიერი წლიურ ანგარიშს პარლამენტში 29 ივნისს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 29 ივნისს წარდგება.

მაისი-ივნისის თვეში, ეს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამე ვიზიტია.

ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესწრებიან.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი მაისის თვეში ორჯერ იყო პარლამენტში. მან წარმოადგინა ერთი – ის პერიოდი, როდესაც „კოვიდ-19“-ისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას მართავდა მთავრობა, ასევე იყო ინტერპელაციის წესით წარმოდგენილი.

 

 

 

“აიპრესი”