გიყვართ მოგზაურობა, მაგრამ საზღვრები ჩაკეტილია? მაშინ ონლაინ ტურებს ყურადღება მიაქციეთ. ეს ახალი მოვლენაა, რომელიც მსოფლიო კარანტინის ფონზე შეიქმნა, მაგრამ ნამდვილ მოგზაურობაზე არანაკლებ საინტერესოა. ამასთან შანსი გაქვთ სახლიდან გაუსვლელად 250 დოლარი გამოიმუშაოთ.
კონკურსის პირობები:
იაპონიაში ონლაინ-მოგზაურობის კუნკურსში მონაწილეობისთვის აუცილებლად განაცხადი უნდა შეავსოთ და 2 პირობა შეასრულოთ:
სოციალურ ქსელში თქვენი შვებულებიდან სურათი გამოაქვეყნოთ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ჰეშტეგი: #JapanVirtualTravel
მთავარი პირობაა, რომ ეს კონკურსის ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული იაპონიის 20 ადგილიდან ერთ-ერთი უნდა იყოს. სულ წარმოდგენილია 20 მიმართულება: ბამბუკის ხეივანი არასიამაში, შიბუიას გზაჯვარედინი, ფუშიმი ინარი-ტაიშას კარიბჭე და სხვა. სრული სია Google Street View-შია მითითებული. საკუთარ მოგზაურობაზე ანგარიში შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ში გამოაქვეყნოთ.
გამარჯვებულს 22 ივლისს გამოავლენენ. განცხადებების მიღება 20 ივლისამდე ხდება. ეს მოგზაურობის შესახებ საინტერესო მონახაზი უნდა იყოს. ერთ კონკურსანტს მხოლოდ ერთი განაცხადის გადაგზავნა შეუძლია.
კონკურსის შედეგები: გამარჯვებულს კონკურსის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან და პრიზის წაღების საშუალებაზე ეტყვიან.
წყარო: intermedia.ge