როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქედან ერთი გიორგი ვაშაძეა

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქედან ერთი გიორგი ვაშაძეა“, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „გიორგი ვაშაძის პირადი ურთიერთობები ხელისუფლების უახლოეს კარზე არავისთვის საიდუმლო არ არის“.

„როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს პრემიერობაზე, როგორც მინიმუმ საკუთარი ამომრჩეველი უნდა ჰყავდეს და მხოლოდ სხვადასხვა იდეოლოგიის დეპუტატების მხარდაჭერის იმედად არ უნდა იყოს. „ქართულ ოცნებას“ რაც ეხება, რაც არ უნდა თვალონ, გაყონ, დააჯამონ, მექანიზმი არ არსებობს, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან. ჯერ ერთი, ივანიშვილის გარემოცვა, რომელსაც ფინანსური მაქინაციების, ქვეყნის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია და მეორე, თავად ივანიშვილი, რომელიც თავადვე გახდა არა მარტო მისი გარემოცვის, არამედ იმ ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის და შიდა ინტრიგების მძევალი, რომელსაც რვა წელია ატარებს. ეს მაინც ვიცი ზუსტად, როგორ ხდება „ყურზე ჯდომა“, გაუთავებელი „ინფორმირება“ და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება. მოკლედ, სამართლიანობის ნატამალი არ არსებობს იმ გარემოცვაში და ეს ფაქტია. მაგრამ სადაც სამართლიანობა არ არის, იქ ზნეობაც არ არსებობს. ხოლო, სადაც ზნეობა არ არის, იქ გამარჯვება გამორიცხულია!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”