ქართველი მსახიობების უმეტესობას ბიძინა ივანიშვილის სტიპენდიები შეუწყდა. ამის შესახებ, “პრაიმტაიმთან” საუბარში, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა განაცხადა.
– არ ვიცი რატომ შემცირდა, მაგრამ გადაწყდა, რომ მხოლოდ პენსიონერ მსახიობებს დაეხმაროს.
ჩვენ ახლა იმაზე ნაკლები შემოსავალი გვაქვს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გვქონდა. უფრო სწორად, ხელფასი გაგვეზარდა ას-ასი ლარით, სამაგიეროდ მოგვეხსნა დანამატები.
“პრაიმთაიმი”