სააკაშვილი საშიშია როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართელოს პრეზიდენტობას აღარ აპირებს, რადგან მას საჭესთნ ჯდომა ურჩევნია.

კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული საზოგადოებისთვის საშიშია.

“სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს ყველგან და ყველაფერში თავის აქტუალობას. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია, არ აქვს. ის არის საშიში როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს არასდროს”, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

“ნიუპოსტი”