“ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის ადამიანის უფლებების მიმართულებით”-ასე მიმართა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს სახალხდო დამცველს, ნინო ლომჯარიას საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს ისმენენ.
სალომე სამადაშვილმა, სოფო კილაძეს არაკომპეტენტური უწოდა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და განაცხადა:
“ქალბატონო სოფიო, ეს თქვენი უფლება მოსილება კი არ არის. თქვენ სხდომის წამყვანი ხართ. ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის ადამიანის უფლებების მიმართულებით, მაგრამ რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ და გაერკვიეთ თქვენი ვალდებულება რა არის კომიტეტის სხდომა როდესაც მიგყავთ”-მიმართა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, სოფო კილაძემ სალომე სამადაშვილს მიმართა “ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრ. კორეა”
ცნობისთვის, ნინო ლომჯარია პარლამენტში 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში შესულია 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება და ასევე საუბარია, როგორი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში.
სახალხო დამცველის ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიცია დაესწრება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, ოპოზიცია განხილვის დროს მთავარ აქცენტებს 20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებსა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გააკეთებს.
“აიპრესი’