ბილ გეიტსი: COVID-19-ის ვაქცინა შესაძლოა არაეფექტური აღმოჩნდეს

Microsoft- ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, ინფექციის გავრცელებისთვის ეფექტური ბარიერი არ აღმოჩნდეს. ამის შესახებ CNN იუწყება.

მაიკროსოფტის დამფუძნებელი

მისივე თქმით, ვაქცინის შექმნისას მეცნიერები ორი ფაქტორით ხელმძღვანელობენ – აცრილი პირის დაავადებისგან დაცვა და სხვა ადამიანებზე კოროვირუსის გადაცემის პროფილაქტიკა.

როგორც გეიტსმა აღნიშნა, არ არსებობს გარანტია, რომ ვაქცინა ვირუსის გადაცემის ეფექტიანი ბლოკი იქნება.

გარდა ამისა, Microsoft- ის დამფუძნებელი დაეთანხმა შეერთებულ შტატებში ინფექციური დაავადებების მთავარი სპეციალისტის ენტონი ფაუჩის პროგნოზს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში იქნება.

 

“პია.ჯი”