ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ვაქცინის შემუშავება კორონავირუსის გავრცელების შეჩერების გარანტორი ვერ იქნება

ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაციის Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობის განახლებული ზრდა არ უკავშირდება მასშტაბურ ტესტირებას. მან ასეთი განცხადება CNN-ის ეთერში გააკეთა.

მას ჰკითხეს, რამდენად სიმართლედ მიიჩნევს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ამერიკის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების განცხადებას, რომ აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობის მაღალი მაჩვენებლები, კორონავირუსზე ტესტების უკიდურესად დიდი რაოდენობით ჩატარების ბრალია.

“ეს აბსოლუტურად არასწორია. კი, ეჭვგარეშეა, რომ მეტი ტესტის ჩატარდება უფრო მეტ შემთხვევას გამოავლენს, მაგრამ აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობს ზრდა მაინც შენარჩუნდება”, – აცხადებს იგი.

”შემოდგომაზე, ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა გაიზრდება და ეს კარგი ამბავია. მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რასაც ვხედავთ. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა ახლა ყველაზე ცხელ ფაზაშია ქვეყნის ყველა შტატში, გარდა ნიუ-იორკისა.

“ოქტომბერ-ნოემბრის ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ ძალიან მაღალი იქნება, თუკი ჩვენ ამ პრობლემას იმაზე სერიოზულად არ შევხედავთ, ვიდრე ახლა,” – თქვა მან.

გეიტსის მოსაზრებით, ვაქცინის შექმნა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერდება. მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა მაიკლ ოსტერჰოლმმა კი განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყნის მოსახლეობის 60-70% არ დაინფიცირდება, ან სანამ არ შეიქმნება ვაქცინა.

ბილ გეიტსის თქმით, ვაქცინას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. “ერთი არის ინფექციისგან ინდივიდუალური დაცვა, ხოლო მეორე ის, რომ ადამიანის ორგანიზმი აღარ იქნება ამ ვირუსის გადამტანი. არ შეიძლება გარანტირებული იყოს, რომ ვაქცინა შეაჩერებს ინფექციის გავრცელებას. არ შეიძლება იმის გარანტიის მიცემა, რომ ვაქცინა შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას,” – განაცხადა ბილ გეიტსმა.

წყარო: ipress.ge