პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პრემიერ-მინისტ გიორგი გახარიას დადებული პირობა შეახსენა, რომ ის გამოიძიბდა 20 ივნისის საქმეს და თანამდებობას დატოვებდა, იმის საპირისპიროდ, ვიდე ეს პრემიერ-მინისტრის სკამია.
“ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან, უბრალოდ, რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?”
ამ შეკითხვით მიმართა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას პარლამენრის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ მინისტრი წლიური ანგარიშით წარდგა.
“20 ივნისის შემდეგ დადეთ პირობა, რომ სრულად გამოძიებდით რაც მოხდა და მერე წახვიდოდით, რა თქმა უნდა საპირიპისროდ, პირიქით, კარგად ირგებთ პრემიედ-მინისტრის სკამს, მას შემდეგ, რაც “ქრთული ოცნების” ტროლების ქარხანამ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე, მას შემდეგ, რაც არცერთი პოლიციელი არ დასჯილა ამდენი ხნის განბმავლობაში, ლავროვის მოთხოვნით, პირიქით გავრილოვის პატიმრები გააჩინა და ერთი მათგანი, გიორგი რურუა ახლაც იქ ზის. ქ-ნი მაია, ახლაც იღიმება და სისხლიან კადრებს ცინიკური ღიმილით პასუხობს, თქვენ კი ადამიანებს ეუბნებით, რომ ჩემთვის მეორეხარისხოვანია დამიზნებით ისროდნენ თუ არაო, ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ დღეს თქვენ ამაზე არ საუბრობთ. თქვენგან განსხვავებით, ამ ქევყანაში არიან ღირსეული ადამიანები, რომელთაგან ერთერთი, ომბუდსმენი გუშინ აქ იყო მოსული და კონკრეტულად, დასაბუთებულად ისაუბრა, რომ ეს იყო დანაშაულებრივი უმოქმედობა იმ კონკრეტულ მომენტში, რომ არ გააჩერეთ ის პოლიციელები, რომ არ იძიებთ ამ საქმეს ბოლომდე. კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ გაფრთხილება არ მოხდარა, რომ რეზინის ტყვიების სროლას სჭირდება სპეციალური ბრძანება და ა.შ. მე ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან, უბრალოდ, რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“ – მიმართა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას.
წყარო: ipress.ge