“ქართული ოცნების” წევრი, ლადო კახაძე დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს პრემიერმინისტრი დავით აღმაშენებლის ძეგლის რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნების თაობაზე.
აღნიშნული კითხვით, დეპუტატმა გიორგი გახარიას პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მიმართა.
“რას ფიქრობთ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებაზე? იმიტომ, რომ ეს ღირსება იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული”, – განაცხადა ლადო კახაძემ.