„მე და გიგა ვქორწინდებოდით… ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა  ივანიშვილთან“ – როგორ დაეხმარა ბიძინა ივანიშვილი ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას წყვილს

თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა „რეაქციაში“ ყვება, რომ ის და გიგა როდესაც ქორწინდებოდნენ მათ მანქანა გაუფუჭდათ და ამ დროს სწორედ ბიძინა ივანიშვილი მათ დაეხმარა.

 

​„მე და გიგა, რომ ვქორწინდებოდით არც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, მანქანა გაგვიჩერა და გვათხოვა.

მივდიოდით გრიგოლეთში კვარიათიდანვქორწინდებოდით, ოჯახიც იყო გიგასი და მანქანა ვითხოვეთ, გზაში მანქანამ წყალი აადუღა და გაჩერდა. ციცინათელასთან გავჩერდით, ჩაიარა ორმა მანქანამ და ისევ უკან მობრუნდნენ.

 

ჩაიწია შუშა, გამხდარმა კაცმა გამოიხედა და დაგიტოვებთ ჩემს მანქანას მოგხედავენო. საერთოდ ნანახიც არ გვყავდა, არც ვიცოდით ვინ იყო. თავდაცვის სამინისტროდან გვეგონა და უცებ მძღოლმა ჩაილაპარაკა, რომ თავდაცვის სამინისტროდან არ ვართო, ეს ბიძინა ივანიშვილიაო. ეს იყო 2005 წლის აგვისტო და ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“, – იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

“პრაიმთაიმი”