„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა:
„აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა გამოსასვლელად ემზადებიდით ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად”- მუმართა მარშანიამ სამადაშვილს.
მარშანიას გაღიზიანება სალომე სამადაშვილის კითხვებმა გამოიწვია. სამადაშვილის კითხვები შეეხებოდა გიორგი რურუას საქმესა და 20 ივნისის მოვლენებს.
“ნიუპოსტი”