საფრანგეთში, სტომატოლოგიურ კაბინეტებში, ტესტირებას გადის სტომატოლოგების თანამონაწილეობით ტულუზაში დაფუძნებული კომპანიის მიერ შექმნილი პრაქტიკოსი ექიმ-სტომატოლოგების Covid-19-სგან დამცავი მოწობილობა.
კორონავირუსის ეპიდემიამ სტომატოლოგიური კაბინეტების მუშაობის პარალიზება გამოიწვია და რიგ შემთხვევებში ქირურგ-სტომატოლოგის მიერ პაციენტისთვის გადაუდებელი აღმოჩენის დახმარებაც კი მეტად პრობლემური გახადა.
პაციენტების და პრაქტიკოსი ექიმების დაინფიცირების რისკის მინიმუმადე დაყვანის მიზნით ფრანგმა სტომატოლოგებმა დააფუძნეს ფირმა, რომლის ინჟინრებმაც სტომატოლოგიურ სავარძელზე დასამაგრებელი მოწყობილობა შექმნეს.
მსუბუქი მასალისგან დამზადებული, 1,1კგ წონის, სტომატოლოგიურ სავარძელზე დასამაგრებელი მოწყობილობის შიგნით იზოლირებულ სივრცეში უარყოფითი წნევის შექმნის შედეგად არ ხდება პაციენტის ამონასუნთქის და ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკების კაბინეტში გაბნევა, პაციენტის პირის ღრუ სრულად ხვდება მხედველობის არეში და მანიპულაციების ჩატარებას ხელი არ ეშლება.
მოწყობილობა საშუალებას აძლევს პაციენტებს ჩაიტარონ ისეთი პროცედურები, რომელთა ჩატარებაც კორონავირუსით ინფიცირების საფრთხის გამო რეკომენდირებული არ იყო, მაგალითად, ჰაერის და წყლის ჭავლის საშუალებით კბილებიდან ნადების მოშორება და გაპრიალება.
პაციენტთან მუშაობის შემდეგ მოწყობილობა იხსნება სავარძლიდან, მარტივად იშლება, თავსდება სადეზინფექციო რეზერვუარში და შემდეგ კვლავ აეწყობა და მაგრდება სტომატოლოგიურ სავარძელზე.
ფრანგული პრესის თქმით, მოწყობილობა პაციენტების და სტომატოლოგების მოწონებით სარგებლობს. ორივე მხარე თავს დაცულად გრძნობს და ნერვული დაძაბულობა სრულადაა მოხსნილი. კომპლექტი, რომელშიც მოწყობილობის ყველა დეტალი დუბლირებულია, 420 ევრო ღირს.
წყარო: ipress.ge