93 წლის ქალი, ოჯახის წევრებს 40-წლიანი განშორების შემდეგ WhatsApp-ის დახმარებით შეხვდა. ამის შესახებ Gulf News წერს.
ინდოეთში უცნობი ქალი, 1979 წელს გზაზე მანქანის მძღოლმა იპოვა. ქალი 53 წლის იყო. ის ფუტკრებმა დაკბინეს და ვერ ლაპარაკობდა და არც საცხოვრებელი ადგილი ახსოვდა. მძღოლმა ქალი საკუთარ ოჯახში მიიყვანა.
„ჩვენ მას აჩანი დავარქვით. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასტაბილური იყო. მის საუბარს ვერ ვიგებდით. ხშირად ვეკითხებოდი ოჯახზე, მაგრამ არ გვპასუხობდა. მისი ოჯახის მოძებნა Facebook-ით ვცადე, მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს მძღოლის ვაჟი.
2020 წლის 4 მაისს კაცმა ისევ ჰკითხა 93 წლის ქალს, თავის ქალაქზე. ქალმა თქვა, რომ ესაა ქალაქი პარასპური, რომელიც მახარაშტრას შტატში მდებარეობს.
7 მაისს მძღოლის ვაჟი, ამ ქალაქში მაღაზიის მფლობელს დაუკავშირდა, WhatsApp-ით ქალის ვიდეო გადაუგზავნა. მაღაზიის მფლობელმა ეს ვიდეო WhatsApp-ის ადგილობრივ ჯგუფში გამოაქვეყნა და ქალის გაუჩინარების ისტორიაც დაწერა. ვიდეო შემთხვევით ქალის შვილიშვილმა ნახა და მისი ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა. კორონავირუსის პანდემიის გამო ქალის დაბრუნება მხოლოდ 17 ივნისს გახდა შესაძლებელი.
40 წლის წინ დაკარგულმა ქალმა ვერ ნახა თავისი შვილი, რადგან ის 2017 წელს გარდაიცვალა. შვილიშვილმა გამოცემას უამბო, თუ 1979 წელს, ბებია როგორ გავიდა სახლიდან და მეზობლებს უთხრა, რომ შვილთან მიდიოდა. ამ დღის შემდეგ ქალი დაიკარგა. შვილი დედას 37 წელი ეძებდა, ის ქალის გამოჩენამდე სამი წლით ადრე დაიღუპა.
წყარო: imedinews.ge