არჩილ თალაკვაძე: გერმანიის ელჩზე შეტევა მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია.

 

თალაკვაძე: მწვანე პოლიტიკა და ...

 

ს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გაიწვიოს საქართველოდან ელჩი. 

“რიპორტ.ჯი”