აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 45 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ში ეპოდემიის გავრცელების დროიდან დღემდე, საერთო ჯამში, დაინფიცირდა სულ მცირე 2.48 მილიონი და დაიღუპა 125 000-მდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში, მატ შორის აიდაჰოს, ალაბამის, არიზონის, ვაიომინგის, ჯორჯიის, კალიფორნიის, მისისიპის, მისურის, ნევადის, ოკლაჰომის, ტენესის, ტეხასის, ფლორიდისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში, ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
“აიპიენი”