დასავლეთ და ცენტრალურ ჩინეთში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ქვეყნის 24 პროვინცია, ყველაზე მეტად კი, ნანინგისა და ძიანსის პროვინციები დააზარალა.
წყალდიდობის გამო, საფრთხე შეექმნა მსოფლიოში უდიდეს, სანსიას კაშხალს.
CGTN-ის ინფორმაციით, ივნისის განმავლობაში, გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობების გამო, გარდაცვლილი ან დაკარგულია 40-მდე ადამიანი. 5 200 სახლი დანიგრა, 138 000 კი დაზიანდა. საცხოვრებლის დატოვება 495 000 ადამიანს მოუხდა.
წყარო: imedinews.ge