დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით უსაფრთხოების მოაჯირებს ამონტაჟებს.
ოთხ მისამართზე ახალი მოაჯირები მოეწყო, შვიდზე – არსებული მოაჯირები განახლდა.
სამუშაოებისთვის 29 737 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობის მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე, უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი სხვა მისამართებზეც იგეგმება.
წყარო: imedinews.ge