გამოკვლევა უნდა, რა არის საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის რეალური მიზეზი

“ახალგაზრდები თავიანთ კულტურას ქმნიან, რა არ შეიძლება, რა არის სირცხვილი, რა მისაღებია და შენ ამ კულტურაში უნდა ჩაიხედო”.ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ინდურ-ჩინურ გამოთქმებში არის რჩევა მშობლებისთვის, რომ ხუთ-ექვს წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მეფეს, რადგან მისი მე უნდა ჩამოყალიბდეს. ხუთი-ექვსი წლიდან 12 წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მოსამსახურეს, რაც ბავშვსაც ეხალისება. სკოლაში რომ მიდის, სამსახურში მივდივარო, ამბობს. ანუ, მოსწონს შენი როლის თამაში. 12 წლიდან კი, მას უნდა მოექცე, როგორც მეგობარს. თუ ურთიერთობაში მეგობრული რეგისტრი არ არის, ის ამ ურთიერთობას აგდებს. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა შეხვიდე მის კულტურაში, მისი ძმაკაცი უნდა გახდე და მერე დაგიჯერებს. მას უნდა დაუგდო ყური და პატივი სცე, როგორც პიროვნებას და მერე ის გცემს პატივს, როგორც პიროვნებას. ანუ, ის 11-12 წლის ასაკში იწყებს ზრდასრულ ურთიერთობებს. ეს სწორედ ის ასაკია, რომლის მერეც მოდის კრიმინალიზაცია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

“ნიუპოსტი”