ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სენსაციურ განცხადებას ავრცელებს კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებასთან დაკავშირებით. უწყების მაღალჩინოსნის განცხადების ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში შესაძლოა მილიონობით ადამიანი გარდაიცვალოს.
„ კორონავირუსი შესაძლებელია, შევადაროთ ესპანურ გრიპს, რომლის გავრცელებაც ზუსტად იმგვარად მოქმედებდა, როგორც კოვიდი: მისი გავრცელება ზაფხულში მინელდა, ხოლო სექტემბერსა და ოქტომბერში გამძვინვარებულად განახლდა, რის შედეგადაც მეორე ტალღამ 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოროანვირუსული პანდემია ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდა“ – განაცხადა რანიერი გუერამ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწემ სტრატეგიული ინიციატივების საკითხებში.
გუერას შენიშვნები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მთელი მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობამ დაიწყეს საიზოლაციო შეზღუდვათა ზომების შემსუბუქება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით იქნა დაწესებული პანდემიის განმავლობაში.
“ნიუპოსტს”