მგელი ხართ ხო თქვენ ბატონო გახარია? აი, კბილებიანი, ძარღვიანი მგელი

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს კურდღლები უწოდა.პრემიერის რეპლიკას გიგა ბოკერია გამოეხმაურა და პრემიერს ძვოლბიჭობის გამო შენიშვნა მისცა.

“ეს რაღაც ძველბიჭობა, რამე კომპლექსი გაქვთ ბავშვობის… კურდღლები ხართ… მგელი ხართ ხო თქვენ ბატონო გახარია? აი, კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის მაგივრდად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმა, რომ ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებ? ხო იძახით არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ქვეყნის კანონმდებლობით”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

 

‘ნიუპოსტი”