რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საკითხის პოლიტიზირებას აქვს ადგილი.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს რეგიონალურინ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ აქტუალური საკითხების განხილვას მსოფლიო პანდემიის ფონის გათვალისწინებით.
მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი გამოხატავს შეშფოთებას თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო.
„გრძელდება მცდელობები კორონავირუსული ინფექციის პოლიტიზირებისთვის და ამის ფონზე დასანანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა სოხუმთან და ცხინვალთან არსებული პრობლემების თაობაზე დიალოგისა და მოლპარაკების აუცილებლობას ვერ ხედავს , უპირველეს ყოვლისა ეს ეხება სასაზღვრო პრობლემებს.“ – აღნიშნა ზახაროვამ.
“ნიუპოსტს,ჯი”