რუსეთთან ურთიერთობების გამო, ამერიკელებისგან დატუქსვა, ქვეყნის მტრობაა

საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი ამერიკელი ”ვაი მეგობარი” პირდაპირ ტუქსავს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ოდნავ დარეგულირების შემთხვევაშიც კი! ”პოლიტიკური პატიმრების” სამარცხვინო თემასაც რომ თავი დავანებოთ – რად ღირს მარტო გინდაც ის განცხადებები, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს – რომელსაც მაშინათვე ჯადოსნური ჯოხის აქნევასავიტ მოყვა უმძიმესი, ანტი სახელმწიფოებრივი პროვოკაცია ”გავრილოვის ღამის” სახელწოდებით!

ეს არის პირდაპირი მავნებლობა და ჩვენი ქვეყნის მტრობა!
ჩვენ ვხედავთ თუ რა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული თვით ამრიკის შეერთებულ შტატებში. იმედი ვიქონიოთ რომ გონიერება გაიმარჯვებს და მსგავსი სამარცხვინო, კოლონიალისტური განცხადებები აღარ გაიჟღერებს ჩვენი პარტნიორების ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან.
დროა გამოვიდეთ ნაც.სექტის დამღუპველი ნარატივის ზეგავლენიდან და რეალური ნაბიჯები გადავდგათ სიტუაციის დასარეგულირებლად.

სამარცხვინოა როდესაც დეკლარირებას ვახდენთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი არის რუსეთთან მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგით ურთიერთობების დარეგულირება და რეალურად პროვოკაციების მსხვერპლი ვხვდებით და იმათ ვანადგურებთ ვინც ბედავს და ხმას იმაღლებს ამ პროვოკაციების წინააღმდეგ!!”-წერს კუხიანიძე.