“ვანოს შოუ”-ს დონე არის უაღრესად დაბალი…მშვილდაძე აშკარად “ატხოდია”! ნაცებს არ ჰყავთ დღეს ჯგუფი, რომელიც მოწინააღმდეგეს სასაცილოდ აიგდებს- გულბაათ რცხილაძე

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:

 

 

“ვანოს შოუ” ვერასოდეს გააშაყირებს ბიძინას ისე, რომ მართლა ვიშაყიროთ, რადგან “ვანოს” დონე არის უაღრესად დაბალი. მიშა მშვილდაძე არ ვიცი, ოდესღაც რას შვრებოდა და როგორ, მაგრამ აშკარად ატხოდია და ნაცებს არ ჰყავთ დღეს ისეთი ჯგუფი, რომელიც მოწინააღმდეგეს სასაცილოდ აიგდებს. ვისაც ეს შეუძლია და გულის სიღრმეში მალავს ამას, არის შალვა რამიშვილი. ბიძინა არის შალვას “ლუკმა”. ბიძინამ ესეც კარგად იცის და შალვას უხდის იმდენს, რომ შალვა თავისი ფულადი რესურსებით ოდესმე პატარა ბიძინაც კი შეიძლება, გახდეს.

ნამდვილად, ნიჭიერია შალვა. თუმცა შემოქმედებითობაზე არანაკლები შანტაჟის ნიჭი აქვს და გაუთავებლად ფულის შოვნა ურჩევნია, თუმცა ამდენი ფული მას არ სჭირდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ნამდვილად ნიჭიერ მოვლენას ქართულ სატელევიზიო სატირის სივრცეში – ვასიკო ოდიშვილს, გულწრფელად შემეცოდა, როცა ამას წინათ მანახეს მისი საოცრად უბადრუკი ღლიცინი ქართველ “რუსეთუმეებზე”. მე ჩემს თავზეც შემიძლია სიცილი, ამაზე არ მაქვს პრობლემა (მით უმეტეს, ოდიშვილს პირადად ჩემზე არასოდეს უშაყირია). მაგრამ ასეთი ნიჭიერი კაცი არ უნდა ჩავარდე გოიმობის ქვესკნელში, მით უმეტეს, ისე არ გიხდიან და არც გადაგიხდიან, როგორც შალვა რამიშვილს, რომელიც თავს მხოლოდ ნაწილობრივ იბანძებს და ცდილობს მაინც, სახე შეინარჩუნოს.