საზოგადოებრივი მართვის უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, 112-ზე დარეკვა შეუფერხებლად არის შესაძლებელი და ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გაცნობებთ, რომ ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია. 112-ზე დარეკვა შეუფერხებლად არის შესაძლებელი“ – ნათქვამია, საზოგადოებრივი მართვის უსაფრთხოების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ 112-ზე ტექნიკური ხარვეზის გამო, ზარები შეფერხებით შედიოდა.
“იმედინიუსი”