გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 300 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.
ხელშეკრულება, საველე პატრულირების დროს, რეინჯერების კვებით უზრუნველყოფას, თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, შრომითი მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის, სახელფასო დანამატების გაცემას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 1912 წელს დაარსდა და პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიის რეგიონში.
წყარო: report.ge