ბავშვი რომ მაგის გამოა დაღუპული, ყველამ ვიცით

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მოუწოდებს ყველას, გამოძიებას მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია, რათა სიმართლე დადგინდეს.

„ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი გამართლდა. შინაგანად მქონდა მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებდნენ, ვინაიდან იქ არაერთი პირი მონაწილეობდა მომხდარ დანაშაულში. ახლა მთავარია, ამ პირებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მე ვთხოვ ყველა მათგანს, აქამდე თუ ისინი იყვნენ პასიურები და არ გვიწყობდნენ ხელს სიმართლის დადგენაში, იქნებ, ვინმე ფლობს რაიმე რეალურ ინფორმაციას გიორგის ეპიზოდთან მიმართებით, რომ ჩვენ გავარკვიოთ ბავშვის დაღუპვის არსებითი და ბოლო მიზეზი, თორემ, რომ არის გამოწვეული წინარე კონფლიქტით და ბავშვი რომ მაგის გამოა დაღუპული, ყველამ ვიცით“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

 

 

“ნიუპოსტი”