მილიარდერი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკემბერგის ქონება ერთ დღეში 7.2 მილიარდი დოლარით დაეცა, მას შემდეგ, რაც უმსხვილესმა კომპანიებმა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადეს.
როგორც Bloomberg-ი წერს, 26 ივნისს, კომპანიის აქციები 8,3 პროცენტით დაეცა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სარეკლამო კომპანიამ Unilever-მა „ფეისბუქს“ ბოიკოტი გამოუცხადა და წლის ბოლომდე რეკლამების განთავსებაზე უარი განაცხადეს, როგორც „ფეისბუქზე“, ასევე „ინსტაგრამზე“.
„ფესიბუქს“ ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: ტელეკომუნიკაციების გიგანტი Verizon, ასევე უმსხვილესმა საკონდიტრო მწარმოებელი Hershey და „კოკა-კოლა“.
მათი განცხადებით, ფეისბუქმა ვერ შეძლო ამერიკაში პროტესტის ფონზე „საკმარისად გაეკონტროლირებინა სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელება“.
ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ცუკემბერგის ქონება 82,3 მილიარდ დოლარამდე დაეცა და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.
“პრაიმთაიმი”