ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. განსაკუთრებითო დიდი რაოდენობით ნალექი სიჩუანის პროვინციაში მოვიდა. სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. 10 დაკარგულად ითვლება. 7 700 ადამიანი ევაკუირებულია.
რისკის წინაშე იმყოფება 9 800 ადამიანი. დატბორილია ქუჩები, და სასოფლო-სამურნეო მიწები. დაზიანებულია შენობა-ნაგებობები.თუ ამინდი არ გამოსწორდება, ძლიერმა წვიმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნახევარ მილიონამდე მოსახლეს.
ყველაზე ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში ბოლოს 1998 წელს მოხდა. მაშინ სტიქიამ 3 მილიონი სახლი დაანგრია და 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წყარო: report.ge