ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
“მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – “ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას” – ნათქვამია ბრძანებაში.
ამავე ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციებს.
წყარო: ghn.ge