ეიფელის კოშკმა პარიზში მუშაობა განაახლა. კორონავირუსის პანდემიის გამო ის სამი თვის განმავლობაში დახურული იყო.
სტუმრები მის მონახულებას დღეიდან შეძლებენ. თუმცა მათ სანიტარული ზომების დაცვა მოუწევთ. ყველა ადამიანს პირბადე უნდა ეკეთოს.
ამასთან, კოშკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, ობიექტის ლიფტი 1 ივლისამდე იქნება დახურული. ეიფელის კოშკზე ასვლა მხოლოდ კიბით იქნება შესაძლებელი.
სტუმრების მიღება ვერსალის სასახლემაც დაიყო. ლუვრი კი კარს 6 ივლისს გახსნის. ორსეს მუზეუმში სტუმრობა 23 ივნისიდანაა შესაძლებელი. ჟორჯ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი კი 1 ივლისს გაიხსნება.
წყარო: report.ge