მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატებმა მოსკოვში პროვოკაცია მოაწყეს და 25 ივნისს თავიანთი საელჩოს კედელზე ე. წ. “ლგბტ” დროშა გადმოფინეს, რუსეთის საზოგადოებისგან დამცინავი პასუხი მიიღეს.
ეს პასუხი ყველაზე კარგად ერთმა ადამიანმა გამოხატა, რომლის გვარი ჯერ არ სახელდება. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა დღეს გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ასახულია მამაკაცი, აშშ საელჩოს წინ. იგი ფეხებით არის შემდგარი “ლგბტ”-დროშაზე და ხელში უჭირავს პლაკატი, რომელზეც წერია:
“Americans! Which flag is yours?” – “ამერიკელებო! რომელია თქვენი დროშა?” პასუხგასაცემ ვარიანტებად, პლაკატზე ორი დროშაა დახატული – აშშ-ის სახელმწიფო დროშა და ამერიკელი დიპლომატების მიერ 25 ივნისს, “პრაიდის თვის” დაწყებასთან დაკავშირებით გადმოფენილი “ცისარტყელას” დროშა, რომელიც მორალური და სექსუალური სიმახინჯეების სიმბოლოდ არის გადაქცეული 1978 წლიდან, ამერიკელი “მხატვრის”, სექსუალური მანიაკის, გვარად – ბეიკერის მიერ.