გიდების უმრავლესობა კომპენსაციის მიღებას ვერ ახერხებს

გიდების უმრავლესობა კომპენსაციის მიღებას ვერ ახერხებს.

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ყველა შესაბამის უწყებას განცხადებით მიმართავს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.

“ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს:

1 ივლისიდან დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით, გიდების კომპენსაციის რეგისტრაციის ვადა – 1 ივლისიდან გადაიწიოს 1 აგვისტომდე.

გამოიყოს, ერთი პასუხისმგებელი უწყება ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა კომპენსაციების გაცემის დროს წარმოშობილ ტექნიკურ და სხვა სახის პრობლემების აღმოფხვრას.

გადაიხედოს, არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან.

დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო “აწარმოე საქართველოს” ეგიდით 1 ივნისიდან.

ტურისტულ ცენტრებსა და დეპარტამენტებში, ასევე მუზეუმებში შემუშავდეს გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ხელს შეუყობდა მათი გამოცდილების, უნარების გამოყენებას კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე” – აცხადებს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია

წყარო: report.ge