იქით ბერა ივანიშვილს გადაწვდნენ, აქეთ – გირგვლიანის საქმეს…ეს უზნეობაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, უზნეობაა.

“ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარს გააჩნია. იქით გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ -გირგვლიანის საქმეს, სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანიო და ამ თემაზე პარალელს ავლებენ. ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა. უზნეობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამ საზოგადოების წრეში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, არც არავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს. უზნეობა ბევჯერ უნდა გაიმეორო, რომ მიხვდნენ, რაზეა საუბარი”,-აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”