ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვარაუდობს, რომ მოსკოვს დონალდ ტრამპზე კომპრომატები აქვს. ამის შესახებ ABC News-ი წერს.
ნენსი პელოსის თქმით, მოსკოვის ქმედებებს ტრამპი სრულ იგნორირებას უწევს, რაც იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ან პირად ცხოვრებაზე რუსეთში კომპრომატები აქვთ.
პელოსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთსა და თალიბანს შორის საიდუმლო მოლაპარაკებებზე თეთრი სახლის ლიდერს სათანადო რეაგირება არ ჰქონია და მას „პუტინის საჩუქარს“ უწოდებს.
მანამდე გამოცემა New York Times-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მოსკოვი თალიბებს ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის სოლიდურ თანხას სთავაზობდა, რაზეც ინფორმაცია თეთრი სახლის ლიდერსაც ჰქონდა.
მოგვიანებით ტრამპმა New York Timesის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას რესპუბლიკელების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ფეიკი უწოდა.
“იმედი”