ჩინელებისთვის დამახასიათებელ ფანატიკურ დისციპლინასა და საქმისადმი ერთგულებას საზღვრები არ გააჩნია, რაც მე, ყაზახეთში მცხოვრებს, ხშირად მავიწყდება, მაგრამ როგორც არავინ, გამოწრთობილი ვარ ჩინეთში ცხოვრებითა და სწავლით.
მყავს ჩინელი სტუდენტი, რომელსაც გუშინ მთელი რიგი დავალებებისა მივეცი და ვეუბნები: “მოდი ხვალ ჩემს სახლთან, 6-ის ნახევარზე, იქვე სკამზე დავსხდებით, ყველაფერს შევამოწმებთ და გავნვიხილავთ”.
ჩემთვის ცხადია, რომ 6-ის ნახევარი (5:30) ეს ცალსახად 17:30 საათია, მაშინ, როცა ჩინურში რიცხვი 17 დროსთან მიმართებაში არ არსებობს, უბრალოდ ამბობ – “სადილის შემდეგ, 6-ის ნახევარზე”. სიტყვები “სადილის შემდეგ” არ მითქვამს, რადგან ვიფიქრე – ვინ მოვა დილის ექვსის ნახევარზე საშინაო დავალების განსახილველად?
რაღა თქმა უნდა, დილის 5:30-ზე ისმის ზარი: “მასწავლებელო, მე მოვედი”.
იმის გათვალისწინებით, რომ დასაძინებლად 3 საათზე დავწექი, გაჭირვებით მოვთოკე სიგიჟემდე მისული გაღიზიანება და მკვლელობის სურვილი. შევეცადე, რაც შეიძლება, შეპარვით დამესვა შეკითხვა:
“ტიანიუი, შენს ანთებულ ტვინში, როგორ მოგივიდა აზრი, მოსულიყავი დილის 6-ის ნახევარზე?! აი რას ფიქრობდი ამ მომენტში, გთხოვ, მითხარი!”
სტუდენტმა მიპასუხა: “მე ასე ვიფიქრე, რომ თქვენ გსურთ, დილიდან ადრევე დაამთავროთ ყველა საქმე. როგორც ანდაზა ამბობს – ჩინეთის ბავშვები ადრე დგებიან”.
რა თქმა უნდა, ტიანიუმ დიდი ბოდიშები მიხადა, რომ მან ვერ გამიგო, მაგრამ მე მაინც სახლში გავუშვი, თან ვუთხარი, რომ საზრიანობის გამოჩენაა საჭირო, ხოლო თუკი რამე გაუგებარია, უმჯობესია, დავალება დააზუსტო. ამიტომ მას მოუწია კიდევ ერთხელ მოსვლა, მაგრამ უკვე სადილის შემდეგ, რადგან ახლა შეიძლება, ვერ გადამრჩენოდა.
წარმოვიდგინო, რომ ყაზახელი სტუდენტი მოვა დილის 5:30-ზე მასწავლებელთან თეზისების განსახილველად, წარმოუდგენელია. მეც მკაცრად დავისაჯე ჩემი დაუდევრობისთვის, ჩემი ყველაზე ტკბილი ძილი დაუნდობლად იქნა შეწყვეტილი. მაგრამ, დამსახურებულად.