“როლინგ სტოუნზი” დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ემუქრება

ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფი The Rolling Stones აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბისგან მოითხოვს, შეწყვიტოს ჯგუფის კომპოზიციების გამოყენება ქვეყნის პრეზიდენტის წინასაარჩევნო მარათონის ფარგლებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპის შტაბს “როლინგ სტოუნზი” სასამართლოთი ემუქრება. ეს განცხადება საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ BMI-მჯგუფის სახელით გაავრცელა.

“სიმღერების არაავტორიზებული გამოყენება სალიცენზიო შეთანხმების დარღვევად განიხილება. თუკი დონალდ ტრამპი იგნორირებას გაუკეთებს ამ აკრძალვას და განაგრძობს, მაშინ მას მუსიკის არალიცენზირებული გამოყენებისათვის სასამართლო პროცესი ემუქრება” – აღნიშნულია BMI-ის განცხადებაში.

ჯგუფის სიმღერა”You Can’t Always Get What You Want” (“ყოველთვის ყველაფერ იმას ვერ მიიღებ, რაც გსურს”) 21 ივნისს შესრულდა ტრამპის შეხვედრაზე ამომრჩევლებთან ტალსში, ოკლაჰომას შტატი. ტრამპი ამომრჩევლებს აქტიურად ხვდება, გამოცხადებული “პანდემიის” მიუხედავად.

ამავე შეხვედრაზე ტალსში ასევე არასანქცირებულად იქნა გამოყენებელი მომღერალ ტომ პეტის სიმღერა “I Won’t Back Down”. განსვენებული მუსიკოსის ოჯახის წევრები ამით უკმაყოფილონი არიან, მეტიც, ისინი ტრამპის საარჩევნო კამპანიას “სიძულვილის კამპანიად” მიიჩნევენ.