ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებული შემთხვევიდან, ხოლო მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, შემოტანილი შემთხვევაა. – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ქვეყანაში დაახლოებით ორი კვირა სტაბილური სიტუაციაა. ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს, დღეში 2-3-ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევები. გუშინაც ორი ახალი შემთხვევა იყო და ახლა არის 928 დადასტურებული შემთხვევა. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ახლა არის 794. ეს უკვე 85%-ზე მეტია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ მონაცემებით, covid ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.
ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებული შემთხვევიდან, ხოლო მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, შემოტანილი შემთხვევაა.
ჩვენთან ერთი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა, გამოჯანმრთელდა ერთი და კვლავ 24 დადასტურებული შემთხვევაა. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენ სხვა პაციენტებშიც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და სიტუაცია მართვადია, მძიმე პაციენტი არ გვყავს.
არ ცივი, ჩათავდა პირველი ტალღა და დაიწყო მეორე ტალღა? ასეთი მკაფიო თქმა იმის, რომ ნადვილად მეორე ტალღა დაიწყო ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება ” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ..
“აიპრესი”