ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულება N 392 , რომელიც ქვეყანაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გამონაკლისის სახით, საშუალებას აძლევს გააგრძელოს ვიზა ყოველგვარი საბაჟო მოსაკრებელის გარეშე, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.
პანდემიის გამოცხადებამდე, რუსეთის ფედერაციის ვიზები პრაქტიკულად არ გრძელდებოდა. ვიზიტორი ვალდებულია გამოცხადდეს მომწვევ მხარესთან ერთად ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს განყოფილებაში, სადაც გარკვეული პროცედურის მერე გაუხარგრძლივებენ მიგრაციული ბარათის ვალიდობას, ხოლო სარეგისტრაციო ბარათს ახალს დაუმზადებენ. ცნობისთვის, პანდემიის გამოცხადებისთანავე პრეზიდენტმა პუტინმა 15 აპრილს ანალოგიური ბრძანებულება გამოსცა 90 დღის ვადით.
ბექა კვიციანი