ბრიტანეთში, მერისაიდის საგრაფოს ქალაქ ჰაიტონში ნარკოკურიერმა პოლიციელს 8 კილოგრამი კოკაინი შემთხვევით მიუტანა. ამის შესახებ Liverpool Echo წერს.
გამოცემის ცნობით, დილის 9 საათზე პოლიცია სავარაუდო დამნაშავის სახლს ჩხრეკდა. ამ დროს სახლის პატრონთან მოულოდნელად მივიდა ერთი პირი და ამანათი გადასცა. ბავშვის სათამაშოები, ქაღალდში იყო შეხვეული. ყუთზე გამოსახული იყო სახანძრო მანქანა, რომელიც 2 წლამდე ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
ყუთში პოლიციამ 8 კილოგრამი კოკაინი იპოვა, რომლის ღირებულებაც 600 ათასი ფუნტია. სამართალდამცველებმა დააპატიმრეს 42 წლის კაცი, რომელმაც ამანათი მოიტანა.
კაცი ნარკოტიკების იმპორტსა და გასაღებაშია ეჭვმიტანილი.
“იმედი”