უკრაინის პოლიციამ სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავა ბანდა, რომელიც ბრალდებულია კიევის მოქალაქეთა სახლებზე თავდასხმასა და სხვადასხვა ძარცვით საქმიანობებში. დანაშაულებრივი ჯგუფი 4 კაცისგან იყო დაკომპლექტებული, რომელთა შორის 2 უკრაინელი იყო და 2 ქართველი. აღნიშული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი კრისჩენკომ.
დაკავებულთაგან 3-ს კრიმინალური წარსული აქვს- 42 წლის საქართველოს მოქალაქე წარსულში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ხოლო 43 წლის ქართველი მამაკაცი სისხლის სამართლებრივ დევნაში იმყოფებოდა წარსულში იარაღის უკანონო ტარების გამო.
“ნიუპოსტი”